ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 30 სექტემბერს გამართავს მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მეშვიდე სამეცნიერო კონფერენციას.
იმუშავებს შემდეგი სექციები:
თარგმანი, ლიტერატურული ურთიერთობები და ლიტერატურათმცოდნეობა
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 10 სექტემბრამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: translation@tsu.ge
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება პლენარულ სხდომაზე – 20 წუთი
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
თეზისები მიიღება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
გთხოვთ, დაიცვათ თეზისების გაფორმების წესი.
თეზისები განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი
თსუ პირველი კორპუსის 204-ე ოთახი.